სასარგებლო სასუსნავი ძაღლებისათვის
|
მობილურობის |
- 100% ნატურალური პროდუქტი
- აუმჯობესებს სახსრების ფუქციონირებას
- ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას
- გააჩნია ანთების საწინაღმდეგო მოქმედება ართრიტების დროს
- აჩქარებს პოსტ ტრავმულ პერიოდში აღდგენით პროცესს
ინგრედიენტები: დეჰიდრატირებული შრატი, ხორბლის სახამებელი, დექსტროზა, ვიტამინები, ახალზელანდიური მწვანე ტუჩიანი მოლუსკის ფხვნილი, ზვიგენის ხრტილის ფხვნილი.
დანამატები/კგ: ვიტამინი B1 0.08%, ვიტამინი B2 0.11%, ვიტამინი B3 0.059%, ვიტამინი B6 0.006%, ვიტამინი B12 0.71%, ვიტამინი A 6.025 ერთ, ვიტამინი D3 668 ერთ, ვიტამინი D3 668 ერთ.
ანალიტიკური მაჩვენებლები: დაუმუშავებელი ცილა 11%, დაუმუშავებელი ცხიმი 3%, ნედლი ნაცარი 5%, დაუმუშავებელი ბოჭკო 0.29%.
დღიური დოზა: მინიმუმ 4 ფირფიტა ყოველ 10 კგ ცოცხალ წონაზე, რეგულარულად.
დოზის გაზრდა არ იწვევს არანაირ გვერდით მოვლენებს.
დამზადებულია და შეფუთულია ნიდერლანდებში.
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
შენახვის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე
წონა: 150 გრ
შეიცავს: ± 90 ფირფიტას
ოპერატიული კომპონენტები :
ახალზელანდიური
მწვანე ტუჩიანი მოლუსკი
PRO-VET Mobility შეიცავს ზღვის მწვანე ტუჩიან მოლუსკს (Perna Canaliculus), რომელიც დაჭერილია ახალიზელანდიის სუფთა სანაპირო წყლიდან. ახალზელანდიური მწვანე ტუჩიანი მოლუსკის ექსტრაქტი არის მაღალი ხარისხის, იგი ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით, რაც ეხმარება სახსრებს ჯანმრთელობის და მობილურობის შენაჩუნებაში.
ახალზელანდიური მწვანე ტუჩიანი მოლუსკის ექსტრაქტი ბუნებრივად გამდიდრებულია გლუკოზამინით, ქონდროიტინის სულფატით და ომეგა-3 (ცხიმოვანი მჟავები)- როგორც ცნობილია ეს კომპონენტები დადებით როლს თამაშობენ სახსრების ჯანმრთელობაში.
ქონდროიტინის სულფატი და გლუკოზამინი წარმოადგენენ ხრტილის ბუნებრივ კომპონენტს და ორგანიზმი იყენებს ხრტილოვანი ქსოვილის აღსადგენად.
ქონდროიტინის სულფატი აგრეთვე ცნობილია როგორც დამბლოკი იმ ფერმენტებისა რომლებიც შლიან ხრტილის მატრიცას, რითაც იცავენ სახსრებს ანთებითი
პროცესებისგან.
იმავდროულად ახალზელანდიური მწვანეტუჩიანი მოლუსკის ექსტრაქტი მოქმედებს, როგორც ანტოქსიდანტი და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ის ეხმარება სახსრების ტრამვის შემთხვევაში სწრაფ რეაბილიტაციაში და აგრეთვე ეხმარება მათ, ვისაც აქვს ანთებითი დაავადებები, ისეთები როგორიცაა: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, იუვენალური ართრიტი, პსორიატული ართრიტი და ნაწლავების დაავადებებისას.
ომეგა-3 აჯანსაღებს გულს, თავის ტვინს, ნერვებს და მხედველობას.
ახალზელანდიური
ზვიგენის ხრტილი
PRO-VET Mobility შეიცავს 100% სუფთა ახალზელანდიური ზვიგენის ხტილს. ზვიგენის ხრტილი ცნობილია, როგორც სახსრების ანთებისა და ართრიტების სამკურნალო საშუალება. როგორც ამბობენ ზვიგენები ყველაზე ჯანმრთელი არსებები არიან დედამიწაზე. მათი ხრტილი
შედგება ცლებისგან, კოლაგენისა და გოგირდისგან.
ზვიგენის ხრტლი კალცისა და ფოსფორის შესანიშნავი წყაროა. ის აგრეთვე შეიცავს ამინომჟავებს და ნახშირწყლებს, გლუკოოლიგოსახარიდების ოჯახიდან. ამიტომ ზვიგენის ხრტილი რეგულარულად გამოიყენება საკვები დანამატის სახით, იმუნიტეტის ასამაღლებლად. ზვიგენის ხრტილი აგრეთვე შეიცავს გლუკოოლიგოსახარიდებს და ტრომბოსპონდინს, ანტიანგიოგენეზის ინგრედიენტი.
ზვიგენის ხრტილი ქონდროიტინის სულფატისა და გლუკოზამინის ნატურალური წყაროა, რომელიც ძირითადი სტრუქტურული კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილის ბუნებრივ დაცვას. ზვიგენის ხრტილი უზრუნველყოფს ანტიოგენეზს - ცილების შემაფერხებელი, რომლებიც საჭიროა ხრტილოვანი ქსოვილის გამართული მოქმედებისათვის. ამას გარდა, ზვიგენის ხრტილი რეკომენდებულია, როგორც სახსრებში ტკივილისა და ანთების მომხსნელი საშუალება.
ზვიგენის ხრტილი ამსუბუქებს აგონიას ართრიტის დროს. ეჭვგარეშეა, რომ ზვიგენის ხრტილს შეუძლია სახსრების ფუნქციის გაუმჯობესება, ეხმარება ართრიტით დაზიანებულ სახსარს აღდგენაში.
ზვიგენის ხრტილის ბუნებრივი თვისებები ხელს უწყობს დაავადებული სახსრების განკურნებას. აგრეთვე ცნობილია ზვიგენის ხრტილის სასიკეთო გავლენა კიბოზე, ფსორიაზზე, ენტერიტზე და სხვა დაავადებებისას.