Вშრატის ვიტამინიზირებული ფირფიტები კატებისათვის
100% ნატურალური პროდუქტი
არ სტრესი
|
ინგრედიენტები: მშრალი შრატი, ბრინჯის გლუტენი, დექსტროზა, მცენარეული პროდუქტები, ვიტამიები და მინერალები, კალციუმი, კატაბალახას ძირის ექსტრაქტი, რძის საფუარი.
დანამატები/კგ: ვიტამინი A 2.710 ერთ.
საშუალო ანალიზი: ცილა 10.0%, ცხიმი 2.6%, ნაცარი 6.3%.
დოზირება: 3-4 აბი ერთ მიღებაზე (ყოველ 10 კგ-ზე), 3- ჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ.
დამზადებულია და შეფუთულია ნიდერლანდებში.
შეინახეთ გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას.
მასა ნეტო: 60 გრ
შეიცავს: ±100 გრანულს
ოპერატიული კომპონენტი:
კატაბალახა
ოფიციალური დასახელებაა:
Valeriana Officinalis
სხვა დასახელება: მაუნი, კატის ფესვი.
კატაბალახას ფესვები შეიცავენ ეთერზეთებს, რის შემადგენლობაში შედის ვალერიანობორი-ნეოლოვის ეთერი, სესკვიტერპენი და ბორნეოლი. ნაპოვნია აგრეთვე ალკალოიდები (ვალერინი და ქათინინი), თავისუფალი იზოვალერიანული მჟავა, ვალერიდის გლიკოზიდი, საპონინი, ორგანული მჟავები (ვაშლის,ძმრის, ჭიანჭველის), შაქარი, ფისოვანი და ტანინის ნივთიერებები, მიკროელემენტები.
კატაბალახას სპეციფიკური სასარგებლო თერაპიული მოქმედება.
აქვეითებს აგზნებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ასტიმულირებს შეკავებით პროცესებს თავის ტვინის ქერქში, აუმჯობესებს კორონალურ სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს გულის მუშაობას. იგი უშუალოდ მოქმედებს მიოკარდზე და თანხმლებ სისტემაზე, მათ შორის ნერვულ სისტემაზე. აგრეთვე კატაბალახას ძირებს გააჩნია სპაზმის საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციის ფუნქციას, ზღუდავს დუღილის პროცესებს.
ვალერიანი გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული ფუნქციური დარღვევების, ნევროზების, ისტერიის, უძილობის, შაკიკის, კორონარულ მიმოქცევაში ქრონიკული დარღვევების: გულის ტკივილი, ტაქიკარდია და არითმია რომელიც გამოწვეულია ნერვულ სისტემაში და თავის ტვინის ქერქში აშლილობით. ვალერიანი ხსნის საყლაპავის სპაზმს, განსაკუთრებით მის კარდიალურ ნაწილში, ტკივილს მუცლის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული აქტივობის დარღვევას, მეტეორიზმს, ყაბზობას.
ვალერიანი - უძველესი საშუალებაა, იგი ცნობილია უძველესი რომაელი ენციკლოპედისტის, პლინიუსისგან. ვალერიანი გამოიყენება სხვადასხვა ნერვული დაავადებების, ისტერიის, კრუნჩხვების, თავის ტკივილის , კუჭის ტკივილის, ქოშინის და გულის დაავადებების დროს.