ჯანმრთელი შინაური ცხოველი - ბედნიერ შინაურ ცხოველი

KiS-KiS
PRO-VET
Kennels' Favourite

ძვირფასო სტუმარო !!!

კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს ვებ. გვერდზე. 

კომპანია Prof Pet Corporation Georgia არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოს ტერიტორიაზე. იგი არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის წევრი,რომელიც ახორციელებს შინაური ცხოველების საკვების KiS-KiS, Kennels’ Favourite და PRO-VET დისტრიბუციას. 

ჩვენი კომპანია იყენებს ნიდერლანდელი პროფესიონალი დიეტოლოგების დიდ გამოცდილებასა და ცოდნას. ჩვენი პროდუქცია მზადდება და იფუთება მხოლოდ ჰოლანდიაში მკაცრი ნორმების შესაბამისად:
- HACCP (რისკის ანალიზი და კრიტიკული წერტილების კონტროლი-სისტემაა, რომელიც განსაზღვრავს, აფასებს და აკონტროლებს რისკებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საკვები პროდუქტების წარმოების პროცესში მის უსაფრთხოებას);
- NEN ISO 9001-2008 (ხარისხის საერთაშორისო სისტემის სტანდარტი, წარმოების უსაფრთხოების მართვასა და შინაური ცხოველების საკვების წარმოებში);
- GMP+ (საუკეთესო წარმოების პრაქტიკა);

საკვების ხარისხი შეესაბამება შემდეგი ორგანიზაციების მოთხოვნებს:
- AAFCO (ამერიკის ხარისხის კონტროლის ასოციაცია);
- NRC (ნაციონალური კვლევითი საბჭო);
- FEDIAF (შინაური ცხოველების საკვები წარმოების ევროპული ინდუსტრიული ფედერაცია).

KiS-KiS, PRO-VET და Кennels' Favourite-ის ასორტიმენტი შემუშავებულია ცხოველის ორგანიზმის მოთხოვნილებებზე და არა კომერციული ინტერესების მოთხოვნაზე.

ჩვენი მიზანია ჩვენი ოთხფეხა მეგობარი მთელი სიცოცხლის მანძილზე მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ მისთვის აუცილებელი საკვებით. ჩვენს საკვებში გათვალისწინებულია ყველა ის თავისებურება რაც შინაურ ცხოველს ახასიათებს: კონკრეტული ასაკი, ცხოვრების სტილი, წონა და კვების თავისებურებები.  

თქვენ ადვილად შეგიძლიათ შეარჩიოთ საკვები ჩვენი ასორტიმენტის საშუალებით.

ჩვენი შინაური ცხოველები უზომოდ გვენდობიან და ჩვენი ვალდებულებაა რომ ისინი ჯანმრთელები და ბედნიერები გაიზარდონ. ამიტომ თქვენ აუცილებლად უნდა სწორად შეარჩიოთ საკვები!
ჩვენ მუდამ მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ საკვების სწორად შერჩევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
info@profpetcorporation.com

საუკეთესო ინგრედიენტების წყალობით,ჩვენი საკვები არა მარტო სასარგებლოა, არამედ აქვს საოცარი გემოვნური თვისებები, რაც საშუალებას აძლევს თქვენს ცხოველს ისიამოვნოს გემრიელი საკვებით.

ნიდერლანდელი ვეტერინარები აღნიშნავენ,რომ ცხოველები რომლებიც იკვებებიან KiS-KiS, PRO-VET და Кennels' Favourite-ის პროდუქციით, მათ 2 წლით ახალგაზრდა ორეგანიზმი აქვთ ვიდრე მათი ბიოლოგიური ასაკი.

თქვენი არჩევანი KiS-KiS, PRO-VET და Кennels' Favourite-ის პროდუქტები თქვენ არასოდეს არ გიღალატებთ!

Prof Pet Corporation კოლექტივი